15:03 | 2021-05-09 ავტორი: Prime Time

უნდა აიცრან თუ არა ორსულები ან ქალები, რომლებიც დაფეხმძიმებას გეგმავენ

უნდა აიცრან თუ არა ორსულები ან ქალები, რომლებიც დაფეხმძიმებას გეგმავენ

ბევრი ორსული ან ქალი, რომელიც დაფეხმძიმებას გეგმავს გარკვეული მოსაზრებების გამო თავს არიდებს ვაქცინაციას. რა უფრო დიდ რისკთანაა დაკავშირებული, ორსულის აცრა თუ ფეხმძიმე ქალისთვის კორონავირუსთან ბრძოლა.

 

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა ახლად ნამშობიარები ქალი. ვერ მოხერხდა ვერც ნაყოფის გადარჩენა.

 

უნდა აიცრან თუ არა ის პირები, ვინც დაფეხმძიმებას გეგმავს? ან შეიძლება თუ არა, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მყოფი პირების აცრა?

 

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე განმარტავს, ფაქტობრივად, რეკომენდაცია გაიცემა იმაზე, რომ ორსულები, ან ისინი, ვინც ორსულობისთვის ემზადებიან, აიცრან

 

„დღეისათვის უკვე დაგროვდა გარკვეული მონაცემები იმ კვლევებიდან, სადაც ორსულებშიც იქნა გამოყენებული ეს ვაქცინა და უნდა ითქვას, რომ ძალიან კეთილსაიმედო სურათია. ფაქტობრივად, რეკომენდაცია გაიცემა იმაზე, რომ ორსულები, ან ისინი, ვინც ორსულობისთვის ემზადებიან, აიცრან, ვინაიდან არავითარი გვერდითი ეფექტი როგორც დედაზე, ასევე ნაყოფზე, არ იქნა გამოვლენილი,“ – ამბობს გიორგი კამკამიძე.

 

წყარო: BM.GE

ავტორი: Prime Time

X