10:25 | 2021-08-31 ავტორი: Prime Time

უნდა აიცრათ თუ არა დიაბეტის, წნევის, ასთმის და გადატანილი ინფარქტის ფონზე – ნახეთ, რას გირჩევთ ბიძინა კულუმბეგოვი

უნდა აიცრათ თუ არა დიაბეტის, წნევის, ასთმის და გადატანილი ინფარქტის ფონზე – ნახეთ, რას გირჩევთ ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ისეთი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა დიაბეტი, არტერიული წნევა, ინფარქტი, ასთმა და ა.შ., აცრა აუცილებელია, მაგრამ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ აცრის.

დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში - რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს საკოორდინაციო საბჭო
2021-08-31დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში - რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს საკოორდინაციო საბჭო

 

„დიაბეტი, არტერიული წნევა, გადატანილი ინფარქტი, სტენტირება, შუნტირება, ასთმა – არცერთი მათგანი არ წარმოადგენს საფრთხეს. პირიქით, ამ ადამიანების აცრა აუცილებელია და ყველაზე მეტად ამ ადამიანებს ეშინიათ. აი, ამ ინფორმაციის გაფანტვას ვცდილობთ და თითოეული ადამიანთან მიტანას, მაგრამ ასე მარტივი არ არის. მე ასე მგონია, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის რომ, ავტორიტეტულ პირებს, ექიმებს მისცენ საშუალება, ადამიანებთან ახლოს მივიდეთ, მეტ გამოსავალს მე ვერ ვხედავ“, – თქვა კულუმბეგოვმა „ფორმულას“ ეთერში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X