22:38 | 2021-05-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

უნდა აშენდეს თუ არა ნამაჰვანჰესი – რას ამბობს ანა დოლიძე?

უნდა აშენდეს თუ არა ნამაჰვანჰესი – რას ამბობს ანა დოლიძე?

უნდა აშენდეს თუ არა ნამაჰვანჰესი?– „ღამის კურიერის“ ამ შეკითხვას ანა დოლიძე პასუხობს.

 

მისი თქმით, ქვეყანას ინვესტიციები და ენერგოდამოუკიდებლობა სჭირდება, თუმცა ჰესის მშენებლობამდე ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა უპასოხონ.

 

ანა დოლიძე გამოსავალს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაში ხედავს, ხოლო სანამ კომისია გარკვეულ დასკვნას გააკეთებს, მანამდე მშენებლობაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

 

​”მტკივნეულია იმ სცენების ნახვა, რაც ცოტა ხნის წინ, ჩვენს მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარზე ვნახე.

 

მე, როგორც იურისტი, ჰესთან დაკავშირებით კითხვა მაქვს ხელშეკრულების ნაწილში და საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.

 

საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ამ პროცესის დასრულებამდე უნდა გამოცხადდეს ჰესის მშენებლობაზე მორატორიუმი.

 

საზოგადოებასა და ინვესტორებს შორის მშვიდობიან მედიატორი უნდა იყოს სახელმწიფო და ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას ისე არ უნდა ვიღებდეთ ისე, როგორც დღეს ეს ხდება, ყველაფერს ვიგებთ მედიიდან.” – ამბობს ანა დოლიძე.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X