01:00 | 2021-07-16 ავტორი: Prime Time

უნდა ჩაიკეტოს ის რეგიონები, სადაც ვირუსის აფეთქებაა, ქვეყანა სრულად არ უნდა ჩაიკეტოს – გიორგი ფხაკაძე

უნდა ჩაიკეტოს ის რეგიონები, სადაც ვირუსის აფეთქებაა, ქვეყანა სრულად არ უნდა ჩაიკეტოს – გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – პრეზიდენტი, გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულებას პროგნოზირებს.

არ მინდა თქვენი თანამდებობა. ონლაინაც შემიძლია დაგეხმაროთ. ჩვენ გვაქვს ჩინური ვაქცინა. მათ თავისი პლუსი და მინუსი აქვთ. მცირდება სიკვდილიანობა, მაგრამ დელტა ვირუსს ვერ აჩერებს, ამბობს გიორგი ფხაკაძე ერთ-ერთი ვიდეომიმართვაში.

 

 

“დელტა ვირუსი არის საქართველოში. საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს, ერთი ერთში. პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები აღარ გვექნება ქვეყანაში 1 კვირაში. ჟანგბადის დეფიციტი იქნება, ასევე, 1-2 კვირაში”- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მისივე თქმით, აუცილებელია ერთიანი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა (პაციენტის ელექტრონული ბარათი).

 

 

ასევე, პირბადეების ხარისხის ლაბორატორიის ჩამოტანა და გამართვა (ყალბი სამედიცინო პირბადეების ამოღება გაყიდვიდან).

“ქვეყნის არჩაკეტვა და მართვა ეპიდემიის რეგიონების მიხედვით (ჩაკეტვა მარტო იმ რეგიონების, სადაც არის ეპიდემიის აფეთქება და არა მთელი ქვეყნის).

მწვანე რეგიონების შექმნა (სადაც ეპიდემიის კონტროლი იქნება უფრო მკაცრი).

 

 

წითელი სატრანსპორტო კორიდორების გახსნა (რომ ტრანზიტულმა მძღოლებმა არ გაავრცელონ ვირუსი).

საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან კოვიდის “QR” კოდების სისტემას, რათა მინიმუმამდე იქნას დაწეული ყალბი “კოვიდ პასპორტების” გამოყენება საქართველოში,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

 

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X