
დეკანოზი ილია ჭიღლაძე მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გულის ამრევია რაც ხდება მარტვილში: ხალხი რომ მირეკა გუშინ და დღეს სხვადასხვა რაიონებიდან ხელისუფლების და ინაშვილის დახმარებით საპატრიარქომ და მიტრ. სტეფანემ, ვითომდა მრევლი ჩვენს მხარეს არისო. გულის ამრევია თავად მიტროპოლიტად წოდებული სტეფანეს აგრესიული ქმედებები ჟურნალისტებთან. ესენი არიან ქვის ხანიდან მოსული ადამიანები, არ შეიძლება ეკლესიას ეს ტყიურები მართავდნენ და მრევლს ესენი მწყემსავდნენ.
p.s. უნდა დასრულდეს ფარისევლური შენდობის დღეები და კეკლუცობები და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი“, – წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, 8 მარტს დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. შედეგად, ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადაცვივდნენ.
დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და „რუსთავი 2“-ის ის ოპერატორი დათო კონჯარია.
ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
ეპარქიასთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მეუფე სტეფანეს გაშვება და მეუფე პეტრე ცაავას დაბრუნება მოითხოვეს.























