11:59 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს – ღარიბაშვილი ვაქცინაციაზე

უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს – ღარიბაშვილი ვაქცინაციაზე

“დაინფიცირების შემთხვევაში ძალიან მაღალი ალბათობა არის იმისა რომ ფატალურად დასრულდეს ესა თუ ის შემთხვევა, მითუმეტეს ეს არის ძალიან ინდივიდუალური, მითუმეტეს ძალიან ბევრ ჯანმრთელ ადამიანს შეხვდა კორონავირუსი და ძალიან სამწუხაროდ, უბედურება დაემართა ძალიან ბევრ ადამიას ჩვენს გარშემო , მაგრამ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, თუ რაღაც ერთ-ორ შემთხვევას არ ჩავთვლით მსოფლიოში. შესაბამისად ვაქცინა გვიცავს”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით მნიშვნელოვანია დავუჯეროთ მეცნიერებს და არა იმ ადამიანებს, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

 

“ჩვენთვის საყურადღებო არის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ვითარება. უნდა ვმართოთ სიტუაცია, გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორეს მხრივ ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია, ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურად.

 

რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოსახლეობას შევახსენოთ ჩვენი მთავარი გამოსავალი არის ვაქცინაცია, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ ორ მილიონზე მეტი ვაქცინა გვაქვს საქართველოში, აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩავიტაროთ დროულად აცრები.

 

მაქსიმალურად გავაფართოვეთ ვაქცინაციის არეალი, ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ჩვენ გვინდა ეტაპობრივად ჩავიდეთ, რომ მოსახლეობას მივუტანოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა სწორი კომუნიკაცია არის საჭირო მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც წინა კვირას ვთქვი, ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს, რომლებიც ავრცელებენ ათას სიყალბეს. ჩვენი ქვეყნისთვის სწორი გზაა ერთის მხრივ ეკონომიკური ზრდა, მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ და მეორეს მხრივ, რომ მოვახერხეთ ასეთი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა არის ძალიან სასიხარულო ამბავი. ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა . ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი: Prime Time

X