20:09 | 2021-07-22 ავტორი: Prime Time

უნდა გაერთიანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს ამომრჩეველი, ხომ უნდა ჩაგიგდოთ ვიღაცამ ბიულეტენი?! – გიორგი ფხაკაძე

უნდა გაერთიანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს ამომრჩეველი, ხომ უნდა ჩაგიგდოთ ვიღაცამ ბიულეტენი?! – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით ისაუბრა.

 

ყინული დაიძრა! სწორი გადაწყვეტილებაა! - გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაზე
2021-07-22ყინული დაიძრა! სწორი გადაწყვეტილებაა! - გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაზე

 

მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაციაა და აუცილებელია, არ არის დაპირისპირების დრო და ამ ვერაგი ვირუსის დასამარცხებლად ყველა ერთად უნდა გაერთიანდეს.

 

„უნდა მოხდეს მთელი საზოგადოების მობილიზება, ყველა პოლიტიკური პარტიის. ახლა ხომ გაქვთ არჩევნები, აბა, თქვენ იცით, ხომ შეიძლება, გადადოთ პოლიტიკური მერკანტილური მიზნები და ადამიანთა სიცოცხლეების გადასარჩენად გაერთიანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს თქვენი ამომრჩეველი?! ხომ უნდა ჩაგიგდოთ ვიღაცამ საარჩევნო ბიულეტენი?! ხოდა გადაარჩინეთ ეს ხალხი ახლა.

 

როცა ჩვენს ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციები დგებოდა, ჩვენ ვერთიანდებოდით. მჯერა, ამას ახლაც მოვახერხებთ. გადავდოთ უთანხმოებები და ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ. ჯანმრთელობა გისურვებთ,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X