
„უნდა გვესროლო?“,- ამ კითხვით მიმართა აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე 5 წლის ფერადკანიანმა გოგონამ პოლიციელს. ინფორმაციას ამის შესახებ skynews-ი ავრცელებს.
5 წლის საიმონ ბარტი ტეხასში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.
აქციაზე გამვლელმა პოლიციელმა შენიშნა, რომ გოგონა იმედგაცრუებული და დამწუხრებული იყურებოდა.
სამართალდამცავი მიუახლოვდა მას, რა დროსაც მცირეწლოვანმა ჰკითხა- აპირებდნენ თუ არა სროლას, რის საპასუხოდ ოფიცერი მას გადაეხვია.
„ჩვენ ვართ აქ იმისათვის, რათა დაგიცვათ. არ ვარ აქ იმისთვის, რომ შენ რამე დაგიშავო. შენ შეგიძლია გააპროტესტო, შეგიძლია იზეიმო და გააკეთო ნებისმიერი რამ რაც გსურს. ოღონდ არაფერი დაამტვრიო“,- უთხრა პოლიციელმა პატარა გოგონას.























