16:20 | 2021-09-07 ავტორი: Prime Time

უნდა მოერიდოს თუ არა ახლად ვაქცინირებული ადამიანი გარშემომყოფებს – მაია ბუწაშვილის კომენტარი

უნდა მოერიდოს თუ არა ახლად ვაქცინირებული ადამიანი გარშემომყოფებს – მაია ბუწაშვილის კომენტარი

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ვაქცინირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშია და ამიტომ გარშემომყოფებს უნდა მოერიდოს. ამ მცდარ შეხედულებას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ეხმაურება.

 

„უკვე მერამდენე პაციენტი მეუბნება, რომ ვიღაცები ურჩევენ, ვაქცინის შემდეგ მოერიდოს გარშემომყოფებს. თავიდან მეგონა, რომ ეს რჩევა იმით იყო ნაკარნახევი, რომ ვაქცინირებული ადამიანი მაშინვე არ არის დაცული და ინფიცირების რისკი კვლავ აქვს. თუმცა, ბოლოს გავარკვიე, რომ ზოგს სჯერა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს გარშემომყოფებისთვის, ანუ თვითონ დაიწყოს ვირუსის გამოყოფა.

 

ზოგჯერ ეს ადამიანები იკეთებენ PCR-ს და როცა შედეგი დადებითია, ჰგონიათ, რომ ეს სწორედ ვაქცინის გამოა. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ინფიცირდა კორონავირუსით. ამ შემთხვევაში ვაქცინა PCR-ის დადებით შედეგს, ცხადია, ვერ გამოიწვევს“, – წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მნიშვნელოვანი სიხალეები:

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X