12:30 | 2020-11-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

უნდა „მოიხადოს“ თუ არა კოვიდ-19 ყველამ – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

უნდა „მოიხადოს“ თუ არა კოვიდ-19 ყველამ – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

უნდა „მოიხადოს“ თუ არა კოვიდ-19 ყველამ? ამ აქტუალურ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი პასუხობს.

 

„ეს დაავადება სახადად ვერ განიხილება. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. როგორც ეპიდემიოლოგი ვთვლი, რომ ყველა ვერ მოიხდის. ჩემი მრწამსით თუ საზოგადოების წევრობით ეს არაადამიანური მიდგომაა და რადგან ამის უკან დგას წართმეული სიცოცხლე, რომელიც უპირველესი კატეგორიაა და არ შეიძლება განვიხილოთ ჩემი გადარჩენის ხარჯზე სხვისი სიკვდილის ალბათობა.

 

2 საათის შემდეგ, პირბადე შეიძლება დასნებოვნების წყარო გახდეს - მარინა ენდელაძე
2020-11-062 საათის შემდეგ, პირბადე შეიძლება დასნებოვნების წყარო გახდეს - მარინა ენდელაძე

 

მიმაჩნია, რომ საზოგადოება ასე არ უნდა წავიდეს. დღეს როდესაც ირჩევენ დაავადების შეჩერების სწრაფ გავრცელებას, ეს სწორედ იმ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისკენაა მიმართული“, – განაცხადა ზახაშვილმა გადაცემა „პირად ექიმში“.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X