19:26 | 2021-08-13 ავტორი: Prime Time

უნებლიედ ვიტირე, ვხედავ, რომ ვეღარ შევძლებთ თქვენს დახმარებას – ექიმი მაკა ბულეიშვილი

უნებლიედ ვიტირე, ვხედავ, რომ ვეღარ შევძლებთ თქვენს დახმარებას – ექიმი მაკა ბულეიშვილი

ექიმი, მაკა ბულეიშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მოუწოდებს, დაიცვან რეგულაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმები მათ დახმარებას ვეღარ შეძლებენ.

არ ვარ ცუდად და მორჩით ჭორაობას! - ირინა სარიშვილი
2021-08-13არ ვარ ცუდად და მორჩით ჭორაობას! - ირინა სარიშვილი

 

„სხვისი ჭირი -ღობეს ჩხირი“-ასე გგონიათ ხომ? ეს ყველას ტკივილი და მწუხარებაა,კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ,უმორჩილესად გთხოვთ, ინფიცირებული პაცინტები ნუ დადიხართ ქუჩა -ქუჩა დაეტიეთ სახლში.უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია მედპერსონალი, ვეღარ შეძლებენ თქვენს დახმარებას, ახლა გულგრილობის დროა?

 

ახლა დროსტარების დროა? რას ფიქრობთ რას? ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია, დღეს ვიტირე, უნებლიედ ვიტირე, ვხედავ, რომ ვეღარ შევძლებთ თქვენს დახმარებას,თითოეული თქვენთაგანი უძვირფასესია, სიცოცხლემ უნდა აჯობოს ამ ჯოჯოხეთს, გთხოვთ დაიცავით რეკომენდაციები! გთხოვთ ატარეთ ნიღაბი! გთხოვთ დაუყონებლივ ჩაერთეთ ვაქცინაციის პროცესში! უნდა გადავლახოთ ეს უმძიმესი პერიოდი, როგორ? როგორ და უნდა ვიბრძოლოთ და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში. სხვა გამოსავალი არაა!- წერს მაკა ბულეიშვილი.

 

ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X