13:23 | 2021-04-30 ავტორი: Prime Time

UNICRI: აღსანიშნავია საქართველოს ეფექტიანობა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში

UNICRI: აღსანიშნავია საქართველოს ეფექტიანობა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში

გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში უკანონო ფინანსურ ნაკადებს ეხება, საუბარია ქვეყნის მიერ  სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზე.

 

ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულისა და არაკანონიერი ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებელი კომპონენტია. საქართველომ აჩვენა მზაობა ამ საერთაშორისო კოორდინაციის მიმართ.  როგორც კვლევაშია ხაზგასმული, ქვეყანას აქვს მყარი საკანონმდებლო და პროცედურული ჩარჩო, უცხოელ პარტნიორებთან ინფორმაციის სრულყოფილად, პროაქტიულად  და დროულად გაცვლისთვის. საქართველოს მონაწილეობა,  ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში, ანგარიშში შეფასებულია როგორც აქტიური და ეფექტური.

 

ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მესამე ქვეყანაა სისხლის სამართლის სფეროში ევროპასტთან თანამშრომლობის მიმართულებით.

 

კვლევაში საუბარია საქართველოს მიერ  სხვადასხვა მასშტაბურ ოპერაციაში შეტანილ წვლილზე, მათ შორის ევროპოლთან თანამშრომლობით, ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის საქმეებზე.

 

საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა. ამ კუთხით, კვლავ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა.

ავტორი: Prime Time

X