11:14 | 2021-07-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

აქციების შედეგიცაა ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვის გაორმაგება – ირაკლი ღარიბაშვილი

აქციების შედეგიცაა ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვის გაორმაგება – ირაკლი ღარიბაშვილი

რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგიცაა ქვეყანაში ინფიცირებულების რიცხვის გაორმაგება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეებში მიმდინარე დინამიკას. პრაქტიკულად, ბოლო 2 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგიც არის ის, რაც მოხდა – ამ აქციების შემდეგ, პრაქტიკულად, ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა.

 

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოს ნებისმიერ აქტივობაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X