
გუშინ, 15 აგვისტოს ურეკში 20 წლის ბიჭი დინებამ წაიღო.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბიძაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მაშველებმა მისი ბიძაშვილის გადარჩენა შეძლეს, 20 წლის ბიჭის შველა კი ვერ მოხერხდა. მას ამ დრომდე ეძებენ.
„გურია ნიუსის“ ცნობით, ახალგაზრდა ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა.























