00:12 | 2020-07-21 ავტორი: თამთა თორდია

უსაყვარლესი გოგოა, გიოს ჰგავს, მასავით ნათელი თვალები აქვს – გიორგი შაქარაშვილის დედა 

უსაყვარლესი გოგოა, გიოს ჰგავს, მასავით ნათელი თვალები აქვს – გიორგი შაქარაშვილის დედა 

გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი, გიორგის და მისი მეგობრის ვიდეოს აზიარებს, სადაც მას კომენტარებში უწერენ, რომ გოგონა მის ახალგაზრდობას ჰგავს. რაზეც გიორგის დედა პასუხობს, რომ გოგონა უსაყვარლესია და ის გიორგის ჰგავს, მასავით ლამაზი და ნათელი თვალები აქვს.

შაქარაშვილის საქმე - პროკურატურა სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს 
2020-07-20შაქარაშვილის საქმე - პროკურატურა სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს 

 

 

თავად მარიამ გადიცკი კი წერს, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია.

 

„გიოს გავხარო რომ მეუბნებიან ხოლმე ამაზე დიდი კომპლიმენტი და ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს“- წერს მარიამ გადიცკი.

 

შეგახსენებთ, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.

 

Posted by Tamuna Shalvashvili on შაბათი, 18 ივლისი, 2020

ავტორი: თამთა თორდია

X