23:53 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

უშველეთ და დაეხმარეთ საკუთარ თავს და იმ ადამიანებს, ვინც არის თქვენს ირგვლივ – გიორგი ფხაკაძე

უშველეთ და დაეხმარეთ საკუთარ თავს და იმ ადამიანებს, ვინც არის თქვენს ირგვლივ – გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მშვიდად ვერ უყურებს, როგორ იკლავენ ეს ადამიანები თავს.

 

პროფესორი ქართული ფილმიდან „ნატვრის ხე“ კადრს აზიარებს და წერს, რომ ზოგიერთი ვაქცინის შექმნის მეთოდს ახსენებს.

 

„გენიალურია … ვუსმენ და მგონია, რუსული და ჩინური ვაქცინების დამზადების საიდუმლო აღმოვაჩინე … ისინი ხომ “ტრადიციული” მეთოდით მზადდება.

მიზნის მიღწევა მალე რეალობა გახდება - სასიხარულო ინფორმაციას ბიძინა კულუმბეგოვი ავრცელებს
2021-07-29მიზნის მიღწევა მალე რეალობა გახდება - სასიხარულო ინფორმაციას ბიძინა კულუმბეგოვი ავრცელებს

 

ხუმრობა იქეთ იყოს, რუსები არც კი ცდილობენ, საზოგადოება მეცნიერულად დაარწმუნონ, რომ მათი ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა. ჩინელებმა აგერ შრილანკაში დააფინანსეს 282 კაციანი კვლევა და ბევრი სხვა ანალოგიური “მეცნიერული/აკადემიური” “სასწაული” დააფინანსეს, მაგრამ მაინც ვერ ჭრის ეს ამბავი.

 

ფაიზერი დღეს არის ყველაზე ეფექტური ვაქცინა და ჩემს მეგობრებს რჩევას გაძლევთ, დროზე აიცერით ფაიზერით, სადაც არ უნდა იყოთ …. უშველეთ და დაეხმარეთ საკუთარ თავს და ყველა იმ ადამიანს, ვინც არის თქვენს ირგვლივ.

 

 

ასევე ნახეთ: არ შემიძლია ჩუმად ვიყო და ვუყურო როგორ იკლავთ თავს და კლავთ სხვას – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს

 

 

მარტო ფაიზერი არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის:

სამედიცინო პირბადე + დისტანცია/თავშეყრილობებისგან მორიდება + ეფექტური ვაქცინაცია (ფაიზერი 2 დოზა – საქართველოში უკვე არის… ან დაბალეფექტური ვაქცინის შემდეგ 1 დოზა ფაიზერის ბუსტერი – ჯერ საქართველოში არაო). ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ასევე იხილეთ: გიორგი ფხაკაძე აიცრა

 

 

ასევე წაიკითხეთ ⇓

 

„გამოფრინდა იტალიიდან და ვაი, ამ ჩამოსვლას…“ – ტრაგედია ქართველი ემიგრანტის ოჯახში

 

დაინგრა საქართველო, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა! – რა ინფორმაციას ავრცელებს ნარკოლოგი

 

ქართველი მომღერალი კოვიდით გარდაიცვალა – „არაფერი აწუხებდა… 21 წლის მანძილზე სიცხეც არ ჰქონია“

 

„მოსწერა, კაბა ცმოდა, რომ ადვილად ექნათ ყველაფერი“ – პედოფილს 10 წლის შვილის ნაცვლად დედა ეკონტაქტებოდა

ავტორი: Prime Time

X