13:50 | 2021-10-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„უშველეთ საკუთარ თავს!“ – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია მოსახლეობას

„უშველეთ საკუთარ თავს!“ – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია მოსახლეობას

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მიმართავს და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, კორონავირუსის გარდა სხვა მრავალი დაავადებაც არსებობს, ამისთვის ვაქცინა აუცილებელია.

გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს - ახალი ვარიანტია. დელტას შვილიშვილი
2021-10-28გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს - ახალი ვარიანტია. დელტას შვილიშვილი

„გამგები გაიგებს… კოვიდის გარდა არის უამრავი სხვა დაავადება და ეს დაავადებები არსად არ წასულა. ამერიკაში 6 თვის კვლევის შედეგად (14/12/2020-31/07/2021) მკაფიოდ ჩანს, რომ „ფაიზერით“ და „მოდერნით“ აცრილი ადამიანები უფრო დაცულები არიან და მათში სიკვდილიანობა არის უფრო დაბალი, ვინდრე აუცრელებში. განასუკუთრებით, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

 

ფაქტები ჯიუტია, მეცნიერება ჯიუტია, სიმართლე ჯიუტია, საქართველოში გვაქვს „ფაიზერი“. საქართველოში აიცერით მხოლოდ „ფაიზერით“ (თუ სხვა ქვეყანაში ხართ, მოდერნაც კარგია). აიცერით ყველა „ფაიზერით“ (საზღვარგარეთ მოდერნაც მოსულა) განსაკუთრებით ვინც ხართ:

 

ალერგიულები, ვინც უჩივის წნევას, გულის პრობლემებს მქონდა ადამიანები, დიაბეტიანები, მსუქნები (ჭარბწონიანები), მწეველები და ფილტვების პრობლემიანები, ფეხმძიმეები, ჰეპატიტებით დაავადებული ხალხი, ყველა ვისაც გააქვთ ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, კოვიდგადატანილები (30 დღის შემდეგ გადატანიდან), უშველეთ საკუთარ თავს და დროზე აიცერით, გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X