
#უსმინეთბილისს – თბილისის მერიის ფეისბუქ გვერზე ქართველი მომღერლები და მუსიკოსები ონლაინკონცერტებს გამართავენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. იგი ყველას სახლში დარცენისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანებს, რაღაცნაირად ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და გაგახალისოთ, გაგამხნევოთ ქართული სიმღერებით.
დარჩით სახლში, ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარ პროექტს #უსმინეთბილისს. თქვენ სახლიდან გაუსვლელად გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ ცნობილ ქართველ მომღერლებს, რომლებიც მუსიკალურ ნომრებს თქვენთვის შეასრულებენ“,- თქვა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის facebook გვერდზე გუშინ პირველად მომღერალმა ნოდარიკო ხუციშვილმა იმღერა.
Gepostet von თბილისის მერია / Tbilisi City Hall am Mittwoch, 25. März 2020
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:






















