17:17 | 2020-09-08 ავტორი: Prime Time

უჭერენ თუ არა მხარს “რესპუბლიკელები”  მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას

უჭერენ თუ არა მხარს “რესპუბლიკელები”  მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მხარს უჭერს, რომ საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდეს.

 

Exclusive: სად არის და რა გეგმები აქვს პოლიტიკაში დაბრუნებაზე გიორგი ქობულიას
2020-06-03Exclusive: სად არის და რა გეგმები აქვს პოლიტიკაში დაბრუნებაზე გიორგი ქობულიას

 

დაუჭერენ თუ არა სააკაშვილის კანდიდატურას მხარს სხვა პარტიები?! – როგორც „რესპულიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტია იმსჯელებს და გადაწვეტილებას გაასაჯაროებს.

 

„ეს არის „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილება. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენ ვთანამშრომლობთ.

 

რაც შეეხება იმას, რა იქნება ამდენი თუ-ს მერე, თუ რეალისტური გახდება სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა,  მერე ვიმსჯელებთ პარტიაში.

 

მე ისე მოვიქცევი, როგორც პარტია იქცევა. მე მესმის, რატომ დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სააკაშვილი, ამითი მოიგო ყველა პარტიამ“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, სააკაშვილი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება.

ავტორი: Prime Time

X