23:20 | 2020-04-12 ავტორი: Prime Time

უცებ გაჩნდა მითი… „ღმერთო ჩემო, ეს რა მოხდა“ – მარგველაშვილი

უცებ გაჩნდა მითი… „ღმერთო ჩემო, ეს რა მოხდა“ – მარგველაშვილი

ადამიანები არიან ჩაგვრის ობიექტი. სახელმწიფო რას აკეთებს – ავლენს ძალას, იარაღით, შეიარაღებული. წინა პლანზე არის ჯარი – ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ტვ პირვეკლის“ ეთერში.

 

მარგველაშვილმა კარანტინის რეჟიმის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები გააკრიტიკა.

 

„უცებ გაჩნდა მითი, რომ თითქოს საქართველო არის გამონაკლისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

გადაცემის წამყვანმა მას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის, „გარდიანის“ დღევანდელი სტატია შეახსენა, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს წარმატებულ ბრძოლაზეა საუბარი.

 

„შეხედეთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ საქართელოს მდგომარეობა კარგია, მაგრამ ეს არ არის – ღმერთო ჩემო რა მოხდა – ამბავი. მთელი სტატისტიკა დევს ხელის გულზე. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ანალოგიურ, ან კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაშია. აქ დიდი როლი შეასრულა ლუგარის ლაბორატორიამ და ქართველმა ექიმებმა“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სადაც საჭიროა იქ ეკონომიკა და მოქალაქეების აქტივობა არ უნდა გაჩერდეს.

ავტორი: Prime Time

X