
ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია „ობიექტივის” ეთერში ამბობს, რომ ის ერთი, კონკრეტული ადამიანის სიკვდილზე ფიქრობდა.
„დაახლოებით 1 თვის წინ, მონასტერში ვიყავი წასული, ჩემთვის განვმარტოვდი, ტყეში ვიყავი ასული მარტო… შევედი ტყეში, ჩემი ადგილი მაქვს, ბუნებრივად გაკეთებული სკამი, ჩამოვჯექი… ჩემთვის ვლოცულობდი და რაღაცებს ვფიქრობდი.
ერთ-ერთ ადამიანზე უცებ წამომივიდა ძალიან ცუდი ფიქრები, ღმერთო, რატომ არ კვდება, მოკვდეს-მეთქი, ეს ადამიანი.
წარმოიდგინეთ, მღვდელს წამოუვიდა ეს საშინელი ფიქრები, რომ ადამიანის სიკვდილზე დავიწყე ფიქრი. უცებ, ჩემივე ხმა მესმის, ეს ადამიანი რომ მოკვდეს, ასეთ მდგომარეობაში, ამდენი ადამიანი დააბრკოლა, დაამძიმა, ამდენი პრობლემები შექმნა, ეკლესიაში, იმაში, ამაში – ამდენ ადამიანს დაპირისპირების საშუალება მისცა – სად მოხვდება, სად და ამ მდგომარეობით უეჭველი ჯოჯოხეთში.
მერე კითხვა მესმის ისევ: ვის უნდა ჯოჯოხეთში რომ მოხვდეს? – ვის და ეშმაკს.
ნახეთ ვიდეო:
ე.ი. შენ როცა მისი სიკვდილი ისურვე ახლა, შენ ვის ემსახურები? – მივხვდი, რომ ეშმაკს რაც უნდოდა, იგივე მინდოდა მეც.
წარმოიდგინეთ, სამღვდელო პირს, ადამიანის სულის წარწყმედა მინდოდა და მერე რომ გავაცნობიერე, საკუთარ თავთან ამ დიალოგის შემდეგ, ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა ბევრ ადამიანთან, მარტო მის მიმართ არა. ყველა ადამიანი ღმერთმა გააჩინა, ადამიანი მერე თვითონ ირჩევს გზას, ზოგი ღმერთს ემსგავსება, ზოგი ეშმაკს”, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























