
სამინისტროებს შორის ყველაზე უარყოფითი შეფასება მოსახლეობის მხრიდან ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებმა დაიმსახურეს. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს მუშაობას ცუდად 32% აფასებს, ფინანსთა სამინისტროს კი – 29%.
სამინისტროებს შორის ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებლები აქვთ: თავდაცვის სამინისტრო 37% და საგარეო საქმეთა სამინისტროს – 36%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“.






















