
თამთა გოდუაძე საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია და პაპარაცების ობიექტივშიც ხშირად ხვდება.
FTHIS.GR–ის კამერებმა თამთა მილიონერ შეყვარებულთან ერთად საბერძნეთში, კერძოდ ვულიაღმენში დააფიქსირეს, სადაც თავისუფალ სტილში ჩაცმული წყვილი სასეირნოდ იყო გამოსული.
გოდუაძის რჩეული 40 წლის პარის ლაცისია. ლაცისების ძლევამოსილი ოჯახი ნავთობის, უძრავი ქონების და საბანკო სფეროში ფლობს წილებს.

ქართველი მომღერლის, რჩეულის ბაბუა (დედის მამა) იანის ლაცისი, ბერძენი მულტი-მილიარდერი გახლდათ.
2003 წელს, როცა იანის ლაცისი გარდაიცვალა, Forbes-მა მისი ქონება 15 მილიარდი დოლარით შეაფასა.
თამთას და პარის ლაცისს ოთხწლიანი რომანი აქვთ, თუმცა საკუთარ რჩეულზე მომღერალი არასოდეს საუბრობს.

გოდუაძის მილიარდელმა რჩეულმა, მსოფლიოში გაითქვა სახელი 2005 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკული შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლის, ასევე მილიარდერების მემკვიდრე პარის ჰილტონზე დაინიშნა.
2-წლიანი ურთიერთობისა და დანიშვნიდან 5 თვის შემდეგ, პარის ჰილტონმა პარის ლაცისი სტავროს ნიარკოსზე გაცვალა.























