23:16 | 2020-06-06 ავტორი: ნინი ტაველიძე

უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, არ ჩამოვა – ცერცვაძე

უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, არ ჩამოვა – ცერცვაძე

„უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა, არც ჩვენი ტურისტი არ გავა იქ ორკვირიანი კარანტინის ფასად“, -ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველ არხს“ განუცხადა.

 

შეიძლება, არც იქნეს კორონავირუსის მეორე ტალღა - თენგიზ ცერცვაძე
2020-06-06შეიძლება, არც იქნეს კორონავირუსის მეორე ტალღა - თენგიზ ცერცვაძე

 

„მე გამოვყოფდი რისკის სამ ეტაპს: 1. საგანგებო ზომების და შეზღუდვების მოხსნა;

 

2. შიდა ტურიზმის გახსნა და გათავისუფლება;

 

3. ყველაზე სახიფათო და სარისკო არის საერთაშორისო ტურიზმის გახსნა.

 

პირველი, რისიც გვეშინოდა, ეს გადავიტანეთ უმტკივნეულოდ, არავითარი გართულებები არ მოჰყოლია.

 

შიდა ტურიზმს რა შედეგი მოჰყვება, მაქვს დიდი იმედი, რომ ისევ დარჩება ეს სტაბილური და მშვიდი სიტუაცია.

 

როცა დაიწყებს საერთაშორისო მიმოსვლა, ეს იქნება დიდი გამოცდა ყველა ქვეყნისთვის აბსოლუტურად“,-განაცხადა ცერცვაძემ.

 

ცერცვაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ტურისტებს განემარტოთ ის ზოგადი წესები, რასაც მოქალაქეები იცავენ.

 

„კარანტინი არ არის საჭირო, მაგრამ ტურისტებსაც უნდა განემარტოს ის უნივერსალური ზომები, რასაც ჩვენი მოქალაქეები აკეთებენ: პირბადეების ტარება, ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და რაც მთავარია, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ჯანდაცვის სტრუქტურების მუშაობა“, -განაცხადა ცერცვაძემ.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X