
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში სტუმრობისას, განაცხადა, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დიდი ხნის წინ იცოდა.
გაბუნიამ გადაცემაში სტუმრობისას, განაცხადა, რომ როდესაც პუტინს აგინა, იცოდა თავს საფრთხეში რომ იგდებდა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, თუ ასეთ მასშტაბებამდე მივიდოდა ყველაფერი.
“საფრთხეს ვაცნობიერებ და ვაცნობიერებდი მაშინაც, თუმცა არ ვიცოდი ამ მასშტაბებამდე თუ მივიდოდა ეს ყველაფერი. მე მაქვს თვისება, როცა არ ვიცი რა გამოვა, ამან შეიძლება პირიქით მიმიზიდოს. საბოლოო ჯამში არ ვნანობ რასაც ვაკეთებ.
აუცილებლად იგივეს ვიზამდი, ჩემთვისაც უმძიმესია ეს რაც ხდება, მაგრამ კიდევ კარგად გადამაქვს.
როდესაც მე პუტინს მივმართე, შემეძლო ეს ტექსტი ქართულად მეთქვა, მაგრამ სხვა არის როცა მის ენაზე ელაპარაკები. საქართველოში რომ კილერს გამოაგზავნიდნენ არ ვიცოდი. ალბათ ჩემი გარემოც ამ საფრთხეს არ აღიქვამდა, მაგრამ ახლა ისე მყავს დაცვა გაძლიერებული, აბა გავბედო და საზღვარგარეთ წავიდე.
იმ გადაცემიდან 6 თვეში წავედი სამოგზაუროდ და იქ, ჩეჩნეთიდან პანკისის გავლით მოვიდა ჩემამდე ხმა, აი ზუსტად ასე, უცხოეთში რომ დაბოდიალობს, მარტივად ვიპოვითო.
იქ ჩემს ძმასთან და რძალთან ვიყავი, პანიკაში ჩავარდნენ” განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, 15 ივნისს სუს-მა ვასილ ბოკოვი დააკავეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.























