12:53 | 2020-07-13 ავტორი: თამთა თორდია

„უწყინარის“ ნაცვლად „უწიგნური“ – პედაგოგი სკანდალურ კომენტარზე განმარტებას აკეთებს

„უწყინარის“ ნაცვლად „უწიგნური“ – პედაგოგი სკანდალურ კომენტარზე განმარტებას აკეთებს

პედაგოგის ლია ჩხენკელის კომენტარს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხებოდა საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით! -  „პედაგოგის“ სკანდალური განცხადება გიორგი შაქარაშვილზე
2020-07-13ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით! - „პედაგოგის“ სკანდალური განცხადება გიორგი შაქარაშვილზე

 

ცოტა ხნის წინ კი პედაგოგმა დაწერა, რომ მას უწიგნურის ნაცვლად უწყინარი უნდა დაეწერა.

 

„ტელეფონები რომელსაც დამახსოვრებული აქვს სიტყვები, საწყისი თუ ემთხვევა ავტომატურად ასრულებს. ჩვეულებრივად შეიძლება არ დააკვირდე და გააგრძელო წერა. თქვენი გადასაწყვეტია გჯერათ თუ არა“, – წერს ლია ჩხენკელი.

 

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის” კომენტარებში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩხენკელი წერდა: „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”

 

ავტორი: თამთა თორდია

X