
საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 4-ში („წითელი ჯგუფი“) ნამდვილი სასწაული მოხდა. ჩხოროწყუში ადგილობრივმა „სამეგრელომ“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და 3:1 მოუგო.
მასპინძლები ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და მათთვის ეს 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
თამაშის დაწყების წინ „სამეგრელო“ მართლაც რომ ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა.
დისკვალიფიცირებული გახლდათ ძირითადი მეკარე ნიკა ჯოხაძე.
მეორე მეკარემ კი, თორნიკე გეგუჩაძემ, წინასამატჩო მოთელვაზე ტრავმა მიიღო და მასპინძლები მეკარის გარეშე დარჩნენ.
ამის გამო, თამაში 20-ოდე წუთის დაგვიანებით დაიწყო.
კარში კი „სამეგრელოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელი დავით ბერიშვილი ჩადგა. „ახალგამომცხვარმა“ მეკარემ ძალიან კარგად ითამაშა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და დიდწილად განაპირობა მასპინძელთა ზემნიშვნელოვანი გამარჯვება.
ანგარიში იბერიელმა აკაკი ყურაშვილმა გახსნა, თუმცა ამის შემდეგ „სამეგრელომ“ მიჯრით შეაგდო 3 გოლი. თავი გამოიჩინეს შალვა ცქიფურიშვილმა, რამინ გულუამ და ნიკა ტუღუშმა.
წყარო – lelo.ge























