10:11 | 2021-09-29 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

უცნობი ფაქტი მაია ბუწაშვილზე – ეს მისი მეგობრებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა

უცნობი ფაქტი მაია ბუწაშვილზე – ეს მისი მეგობრებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა

ბევრმა არ იცის, რომ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რამდენიმე მუსიკის ავტორი და შემსრულებელია. ეს ფაქტი მისი მეგობრების ნაწილისთვისაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

„აი, ეს არის მთელი „სცენარი“ - რას წერს თაკო ჩარკვიანი სააკაშვილის ჩამოსვლაზე
2021-09-29„აი, ეს არის მთელი „სცენარი“ - რას წერს თაკო ჩარკვიანი სააკაშვილის ჩამოსვლაზე

 

„ჩემო მეგობრებო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და უსაზღვროდ თბილი შეფასებებისთვის ჩემს მუსიკასთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია, რომ სამივე კომპოზიციამ, რომელიც თიკომ დადო და მეც გავაზიარე, თქვენი ასეთი გამოხმაურება გამოიწვია. ეს ნაწარმოებები წლებია მხოლოდ ჩემს უახლოეს ადამიანებს ქონდათ მოსმენილი და ყოველთვის ვერიდებოდი საჯაროდ გამოტანას, რადგან მოყვარულის დონეზეა შექმნილი და ასეთი შეფასებების იმედი არ მქონდა, მით უმეტეს, რომ შესრულების ტექნიკა ბევრ ხარვეზს შეიცავს.

 

ალბათ ბევრი იფიქრებს, ამ გაგანია პანდემიისას რა დროს მუსიკააო, მაგრამ ზოგჯერ ალბათ ღირს თემის შეცვლაც. ჯერჯერობით, ისევ ადრე შექმნილ მუსიკას გავაზიარებ, თუმცა, იმედია, მალე ეს საშინელება, რასაც კოვიდი ჰქვია, თავს დაგვანებებს და მეც მეტად მოვიცლი ახალი ნაწარმოებებისთვის, რის სტიმულსაც სწორედ თქვენი ასეთი სითბო და სიყვარული მაძლევს. მადლობა კიდევ ერთხელ. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ”,- წერს მაია ბუწაშვილი.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X