19:47 | 2020-06-16 ავტორი: Prime Time

უცნობი ხანძარი ვარკეთილში – რა მოხდა 6 წლის წინ ე.წ. ავტონაწილების ბაზრობაზე

უცნობი ხანძარი ვარკეთილში – რა მოხდა 6 წლის წინ ე.წ. ავტონაწილების ბაზრობაზე

ვარკეთილში, ე.წ. შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

 

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ნაწილი ამბობს, რომ მიზეზი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობაა, ნაწილი კი ამას დივერსიას უკავშირებს.

 

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვარკეთილის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ავტონაწილების ბაზრობა მდებარეობს, 2014 წლის ზაფხულში ხანძარი გაჩნდა და ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.

 

ეს შემთხვევა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია და ზარალის შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც არ არსებობს.

 

არის მხოლოდ სამოყვარულო კამერით გადაღებული რამდენიმე ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელს შემორჩა.

 

 

ავტორი: Prime Time

X