თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე უცნობმა პირებმა სავარაუდოდ „ლელოს“ ოფისის გატეხვა სცადეს.
არსებული ინფორმაციით მათ ოფისში შეღწევა ვერ მოახერხეს, დაზიანებულია მხოლოდ საკეტი. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ პარტიის პრესცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.























