23:58 | 2021-04-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

უცნობმა პოლიციაში დარეკა და გოგონას ადგილსამყოფელი უთხრა – სად იპოვეს გურიაში გაუჩინარებული 17 წლის გოგონა

უცნობმა პოლიციაში დარეკა და გოგონას ადგილსამყოფელი უთხრა – სად იპოვეს გურიაში გაუჩინარებული 17 წლის გოგონა

17 წლის მარიამ ბურჭულაძე თბილისში იპოვეს.

 

„გურიის მოამბის“ ინფორმაციით, უცნობმა ადამიანმა პოლიციაში დარეკა და გოგონას ადგილსამყოფელი უთხრა.

 

მათივე ცნობით, პოლიციაში უცნობმა მას შემდეგ დარეკა, რაც არასრულწლოვანი ქუჩაში იცნო, ის სახლში წაიყვანა და შემდეგ ადგილზე მისულ პოლიციას ჩააბარა.

 

ცნობისთვის, 17 წლის გოგონა სამი დღის წინ გაუჩინარდა. გავრცელებული ვერსიით, დაკარგული მარიამ ბურჭულაძე ბოლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის გზაზე შენიშნეს.

 

ლესბოსელ წყვილს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, თბილისში თავს დაესხნენ
2021-04-21ლესბოსელ წყვილს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, თბილისში თავს დაესხნენ

 

ნაპოვნია მარიამის ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი, რომელსაც პოლიცია სწავლობს. კლასელი ამბობს, რომ წერილში მკვლელობებზეც იყო საუბარი.

 

„მის ოთახში იყო წერილი, ეწერა, რომ ჩემს თავში ხმები ისმისო და რა ვუყო ამ ხმებსო. რაღაცა მკვლელობაზეც ეწერა, რომ 7-ს თუ არა, 6-ს კაცს მაინც მოვკლავო და ინიციალებით ეწერა პირველი ასოები – მასწავლებლის ინიციალები ეწერა და მკვდარი კაცი ეხატა, ხელმოჭრილი. ჩემს მისიას ავასრულებო, ინგლისურად ეწერა 2 ფურცელზე.

 

ის კი მქონდა შემჩნეული, რომ ბოლო 1 თვე დადიოდა სკოლაში, მანამდე არ უვლია და ჩემი აზრით დაგეგმილი ჰქონდა რომ წასულიყო,” – ამბობს გოგონა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X