21:30 | 2020-12-14 ავტორი: Prime Time

უზარმაზარი ძალისხმევაა მიმართული იმის დასადგენად, თუ საიდან წარმოიშვა – ალან მაკნალი ბრიტანეთში აღმოჩენილ ახალ კორონავირუსზე

უზარმაზარი ძალისხმევაა მიმართული იმის დასადგენად, თუ საიდან წარმოიშვა – ალან მაკნალი ბრიტანეთში აღმოჩენილ ახალ კორონავირუსზე

ბირმინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, ალან მაკნალი დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოვლენას ეხმაურება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება
2020-12-14ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

 

„უზარმაზარი ძალისხმევაა მიმართული ვირუსის ამ ვარიანტის დასახასიათებლად და იმის დასადგენად, თუ საიდან წარმოიშვა. აუცილებელია მშვიდი და რაციონალური ხედვა, რადგან ეს ვირუსის ნორმალური ევოლუციაა. ჩვენ ველით, რომ ახალი ვარიანტები გაჩნდება და დროთა განმავლობაში გაქრება“,- ამბობს ალანი.

 

მისი თქმით, ვირუსის ახალი ფორმის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია დავუკვირდეთ რამდენად იქონია მან გავლენა ვირუსის ქცევაზე.

 

„ნებისმიერი „ახალი შტამისა“ და „ახალი ფორმის“ დასადგენად აუცილებელია დავსვათ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა – შეიცვალა ვირუსის ქცევა? ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვირუსები მუტაციას ყოველთვის განიცდიან, ეს მათთვის დამახასიათებელია.

 

ახალი ვარიანტის გამოჩენამ მოიტანა შიში, მაგრამ არა პასუხი კითხვაზე.

 

მეთ ჰენკოკმა თქვა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი შესაძლოა, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შემთხვევების სწრაფ გავრცელებას უკავშირდებოდეს. მას არ უთქვამს, რომ ამის მიზეზი ნამდვილად ვირუსის ახალი ფორმაა. მას არ უთქვამს ისიც, რომ ახალი ფორმის გამო ვირუსი უფრო მარტივად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ახლა ყველგან შემაშფოთებელ სათაურებს ვხვდებით, მაგრამ არ გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულებები“,- აღნიშნავს ალანი.

ავტორი: Prime Time

X