
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენა იწყება. პარლამენტში დღეს გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, გასაუბრება ვენეციის კომისიის მითითების შესაბამისად წარიმართება და იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობა, სადაც კითხვის დასმის საშუალება ყველას მიეცემა.
„მოვუსმენთ 2 კანდიდატს, იმ გეგმისა და რეგლამენტის მიხედვით, რომელიც კომიტეტმა დაადგინა. მოთხოვნები გახლავთ კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სასამართლოში საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ პოზიტიურად შეფასებული არაერთი რეფორმა გატარდა.
„ეტაპობრივად ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალშიც გაგრძელდეს ეს რეფორმა, თუმცა ვერ დავეთანხმებით და მეტსაც გეტყვით, რომ აბსოლუტურად გაუგებარია რიგი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და ოპოზიციონერების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები არ დაინიშნოს მანამ, სანამ რეფორმები არ ჩატარდება. თუმცა, კითხვაზე, რას გულისხმობენ კონკრეტულად მომავალ რეფორმებში, მათ პასუხი არა აქვთ,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:






















