
„კახა კალაძემ ჟურნალისტებს მოძალადეები გვიწოდა, იზიარებთ მის პოზიციას? – ამ კითხვით თენგიზ ცერცვაძეს ჟურნალისტმა მიმართა.
მისი თქმით, ჟურნალისტების ნაწილი პირადად მასზე ძალადობდა.
„ეს ბატონ კახას კითხეთ. მე პირადად განმიცდია, რომ ჟურნალისტები ჩემზე ძალადობდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვებს მაძლევდნენ უკიდურესად ტენდენციურს და ამას აშუქებდნენ უკიდურესად ტენდენციურად.
მე როგორ ექიმი ვადასტურებ, რომ ჟურნალისტების ნაწილი ჩემზე ძალადობდა. მე პირადად ძალადობას რაც შეეხება ვგმობ ყველანაირ ძალადობას“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მიმართა და თქვა, რომ: „ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ, აზიანებდა ქვეყნის განვითარებას, თუმცა, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც ვისმენთ ტელეეთერებიდან“
დაგაინტერესებთ:
- გადადეთ სკოლები 1-ელ ოქტომბრამდე!.. გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა! – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება























