22:38 | 2020-12-04 ავტორი: Prime Time

ვაი, შენს პატრონს! – ხაჩიძე მეგრელიშვილს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა (ვიდეო)

ვაი, შენს პატრონს! – ხაჩიძე მეგრელიშვილს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა (ვიდეო)

რუსთავი 2-ზე გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში ვახტანგ მეგრელიშვილი და გოგა ხაჩიძე ერთამენთს დაუპირისპირდნენ.

 

დაპირისპირება გოგა ხაჩიძის მიერ იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის კრიტიკას მოყვა. ხაჩიძემ მათ  პიროვნული თვისებები და საზოგადოებასთან და ამომრჩევლებთან ურთიერთობის ფორმები დაუწუნა. მისი თქმით, ხშირად მეგრელიშვილისა და ხვიჩიას განცხადებები და სოციალურ ქსელში “გამოტანტალებები” ამომრჩეველთა გაღიზიანებას იწვევს.

 

ხაჩიძის მწვავე შეფასებებს მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ “გირჩის” მხარდამჭერია და მისი მოსაზრებები მნიშვნელოვანი არ არის, რამაც გოგა ხაჩიძის რეპლიკა მოჰყვა: “ვაი, შენს პატრონს ვახტანგ”.

 

შეგახსენებთ, რომ პარტია “გირჩში” არსებული დაპირისპირების შესახებ ზურა ჯაფარიძის “ფეისბუქ” პოსტის შემდეგ გახდა ცნობილი.

 

ჯაფარიძემ დაწერა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან.

 

ჯაფარიძე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

მოგვიანებით, დაპირისპირების რეალურ მიზეზების შესახებ განმარტება გააკეთა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

მეგრელიშვილის თქმით, ჯაფარიძემ პარტიის წევრებს ცენზურაზე დაქვემდებარება მოსთხოვა, რაზეც ვერ შეთანხმდენენ.

 

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ჯაფარიძის მოთხოვნები იყო: წინასწარ შეთანხმება რა თემებზე ისაუბრებდნენ პარტიის წევრები, პარტიის მმართველობას ჩამოცილება, მოწევისთვის თავის დანებება და ხალხთან “ნორმალურად საუბარი.

ავტორი: Prime Time

X