00:13 | 2021-12-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვაკეს, მთაწმინდას, გლდანს, საბურთალოს და დიდუბეს ელექტროენერგია შეეზღუდება – შეამოწმეთ ქუჩების ჩამონათვალში თქვენი მისამართი

ვაკეს, მთაწმინდას, გლდანს, საბურთალოს და დიდუბეს ელექტროენერგია შეეზღუდება – შეამოწმეთ ქუჩების ჩამონათვალში თქვენი მისამართი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 6 დეკემბერს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, ესენია:

 

ვაკის რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის  გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვანტალიანის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II კვარტლის, ძოწენიძის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.

 

მთაწმინდის რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, ასათიანის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

გლდანის რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

 

დიდუბის რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), დავით ყიფიანის და მაიაკოვსკის ქუჩების მოსახლეობას.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ვახუშტი ბაგრატიონის, ფოთის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით ბაქრაძის და ვანის ქუჩების მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

ასევე ნახეთ: როდის გაიხსნება მეტროსადგური „გოცირიძე”

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X