
ქართველი სოპრანოს, თამარ ივერის პოსტმა, სადაც იგი 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებული მამა-შვილის სახლის დაწვას გამოეხმაურა სოცქსელის მომხმარებლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
ივერმა იმ პოლიციელის საქციელი მოიწონა, რომელმაც „ხელი არ შეუშალა“ ბავშვის მამას პედოფილების სახლის დაწვაში“.
„პირველი ქვა იმან ისროლოს ვინც უცოდველია. კანონმა განსაჯოს. ადამიანის, თუ გინდ ცოდვილის მოკვლით, შენ ხომ ისეთივე ხდები. ეგ უნდა სატანასაც. კანონი ხალხო, კანონი ყველგან და ყველაფერში“, – დაუწერა სოცქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თამარ ივერს, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.
„კი ბატონო…ვახმარინოთ მაშინ ასეთებს შვილები.ნუ ვესვრით ქვებს.რა ადვილია სხვის ტრაგედიებზე „ბრძნული“ აზრების ფრქვევა ღმერთმანი“, – უპასუხა ქართველმა სოპრანომ.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.
„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, სავარაუდო დამნაშავეების მხრიდან გოგონაზე ძალადობა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროკურატურის ცნობით, სავარაუდო დამნაშავეები დაზარალებული გოგონას დაზეც ძალადობდნენ. სავარაუდო დამნაშავეების ოჯახი ფაქტს უარყოფს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.






















