10:46 | 2021-08-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დღეს ციხიდან გამოდიან

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დღეს ციხიდან გამოდიან

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი – ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო და 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადაც დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

 

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

 

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X