14:00 | 2021-10-08 ავტორი: Prime Time

ვახტანგ გომელაური ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ადგილას მიდის

ვახტანგ გომელაური ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ადგილას მიდის

ბათუმში, სადაც კორპუსი ჩამოინგრა, ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.

 

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში შემთხვევის ადგილზე მიდის.

 

​ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X