18:15 | 2020-04-01 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან – აშშ-ის ელჩი ნატოში

ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან – აშშ-ის ელჩი ნატოში

აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში კეი ბელი ჰათჩინსონმა, ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩატარებულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ალიანსს აქვს აღებული იმის ვალდებულება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი გახდეს.

 

ჰათჩინსონმა აღნიშნა, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკას ატარებს და ამის სამაგალითოდ ჩრდილოეთ მაკედონია მოიყვანა, რომელიც ახლახან ოფიციალურად გახდა ალიანსის წევრი.

 

„რუსეთმა უნდა მისცეს საშუალება ამ ქვეყნებს ჰქონდეთ თავიანთი სუვერენული ტერიტორია და სუვერენული საზღვრები.

 

ჩვენ ძალიან ვართ მოწოდებულები იმისკენ, რომ დავეხმაროთ უკრაინას და საქართველოს რუსული აგრესიის მოგერიებაში, რომელმაც მათ ქვეყნის ნაწილი დაისაკუთრა. არ ვაპირებთ ამ ძალისხმევის შემცირებას“, – განაცხადა მან.

 

ჰათჩინსონის თქმით, ხვალ ალიანსი საქართველოს და უკრაინის დასახმარებლად ახალ პაკეტს მიიღებს.

 

„ჩვენ მათ გადავცემთ პაკეტს და ეს საკითხი განხილული იქნება ხვალ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე.

 

დარწმუნებული ვარ, მინისტრები დაამტკიცებენ პაკეტს, რომლითაც ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს და უკრაინას“, – განაცხადა კეი ბელი ჰათჩინსონმა.

 

ამავე თემაზე:

აპატურაი: ნატო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს
2020-03-23აპატურაი: ნატო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X