13:07 | 2021-12-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვალერი გელაშვილმა სახლში აკლდამა გააკეთა, ჩემი ბავშვი მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია – მეზობელი

ვალერი გელაშვილმა სახლში აკლდამა გააკეთა, ჩემი ბავშვი მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია – მეზობელი

„პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა ვალერი გელაშვილის მეზობელი, ნინო ნოზაძე, რომელიც ბიზნესმენის მიერ მათი სახლის მომიჯნავედ აკლდამის აშენებას აპროტესტებს.

 

ქალი ჰყვება, რომ ვალერი გელაშვილის მშობლების განსასვენებელი მისი არასრულწლოვანი შვილის ფანჯრებს ემიჯნება, ბავშვს ყოველდღიურად უწევს ნახვა, რის გამოც ის მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია.

 

„ფსიქოლოგთანაც გვყავდა ბავშვი, იმდენად დათრგუნვილია, სრულიად ჩაიკეტა ამ ყველაფრის ყოველდღიურად ნახვის გამო. ბატონ ვალერის წერილობითაც მივმართეთ, მაგრამ რეაგირება არ არის. მისი მშობლები არიან დაკრძალული ამ აკლდამაში, პატივს ვცემ მიცვალებულებს, მაგრამ ამის გამო ბავშვი ხომ არ უნდა ზარალდებოდეს? ვითხოვთ, რომ მოხდეს ამოშენება, გამიჯვნა, რომ ბავშვს აღარ დაისტრესოს“, – ამბობს ვალერი გელაშვილის მეზობელი.

 

No description available.

 

„პრაიმტაიმი“ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საკუთარ მიწაზე აკლდამის დასვენებით კანონს არ არღვევს და მეზობელი მისგან 200 ათასი დოლარის გამოძალვას ცდილობს.

 

„ამ ქალს უნდა, რომ ხაშურში თავისი სახლის მაგივრად საბურთალოზე მივცე ბინები, ასეთი ნაგლობაც არ შეიძლება. სულ ჩივის ყველგან, არ მივცემ საბურთალოზე ბინებს.

 

2016 წელს დედაჩემი გარდაიცვალა. მაგ სახლსა და ჩემს სახლს შორის სახლი იდგა. მათი სახლიდან მოშორებით, დაახლოებით 100 მეტრაში დედაჩემის მშობლები ჩავასვენე, თან გამწვანებით მაქვს ამოყვანილი, თან ძირს მაქვს შავი ფილები დადებული, რომელიც მისი სახლიდან არანაირად არ გამოჩნდება. ბოდიში და დედაჩემი, მიცვალებული ღამე არ ამოდის საფლავიდან და არ დადის ეზოში. რა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა ლაპარაკი?

 

შევთავაზე ორთაჭალაში 3-ოთახიანი ბინა და ვუთხარი, გადასულიყვნენ, მაგრამ დამიწყეს ვაჭრობა, საბურთალოზე მომთხოვეს 2 ცალი 3-ოთახიანი ბინა. ამაზე უარი რომ ვუთხარი, მიჩივლეს ღობის გამო. როცა ღობის აწევა გადავწყვიტე, სპეციალურად არ ამაწევინეს. ვერაფერი რომ ვერ მოიმოქმედეს, ახლა დაიწყეს ამ თემაზე საუბარი. უბრალოდ სირცხვილია, რა, თუ არასწორად მაქვს რამე გაკეთებული, წავიდეს და მიჩივლოს სასამართლოში. ფსიქოლოგი მაგათ მთელ ოჯახს სჭირდება.

 

3 მილიარდის ქურდები უარყოფითად აფასებენ ბიძინა ივანიშვილის მეცენატად და ქველმოქმედად მოხსენიებას, ეს არის მორიგი მცდელობა, რომ სინამდვილე სრულად ამოატრიალონ - ირაკლი კობახიძე
2021-12-083 მილიარდის ქურდები უარყოფითად აფასებენ ბიძინა ივანიშვილის მეცენატად და ქველმოქმედად მოხსენიებას, ეს არის მორიგი მცდელობა, რომ სინამდვილე სრულად ამოატრიალონ - ირაკლი კობახიძე

 

ჩასასვენებელის თემაზე საუბარი დაიწყო, ერთი წელია უკვე, თუმცა დავა მიმდინარეობს სამ წელიწადზე მეტია. მუნიციპალიტეტში შეიტანა სარჩელი. გაგიგონიათ, რომ რაიონში ვინმე ღობის პროექტს აკეთებდეს? პროექტი დავამტკიცე და ისე გავაკეთე ღობე.

 

არ მივცემ, ვერ მივცემ ამ ქალბატონს საბურთალოზე ბინებს, ხაშურში სახლის სანაცვლოდ, რომელიც 15 000$ ღირს. ორთაჭალაში შევთავაზე 70კვ.მ, სამჯერ მეტს ვუხდიდი, არ მინდა დავა მეზობლებთან.

 

ვუთხარი, რომ კიდევ ვაშენებ ბინას დიღომში, გლდანში და იქ მოგცემთ ბინას, ოღონდ გაჩერდით-მეთქი, მაგრამ უარზე არიან. გამოძალვა უნდათ, მაგრამ მე, ვალერი გელაშვილს ვინმე მაიძულებს რამის გაკეთებას? მთელი ჩემი ცხოვრება მეც და ცხონებული დედაჩემიც ვეხმარებოდით ამ ოჯახს, თუნდაც – ფულით. ახლა გათავხედნენ, ახალგაზრდა გოგოა და ერთ ამბავშია.

 

2016 წელს ჩავასვენე დედაჩემი, 2018 წელს მუნუციპალიტეტმა კანონი შეცვალა, რომლის მიხედვითაც, 300 მეტრი უნდა იყოს დაშორება, ჩასასვენებელსა და საცხოვრებელს შორის. 2 წლის შემდეგ შეიცვალა კანონი, უკუგება არ აქვს კანონმდებლობაში არაფერს. სხვა სასაფლაოც არის აქ და 10 მეტრში არის სახლები.

 

შევუთვალე, რომ გლდანში და დიღომში პროექტები მაქვს და სადაც სურს, იქ გადავიდეს. მე არც ველაპარაკები, ჩემი ძმა ესაუბრა. როგორ ველაპარაკო ისეთ ხალხს, რომელიც უნამუსოდ იქცევა? საბურთალოზე მთხოვენ ბინებს, 170 კვ.მ, 200 ათასი დოლარის ღირებულების, ჯამში. გამოძავლის პროცესია, ჰგონიათ, შემაწუხებენ“, – ამბობს ვალერი გელაშვილი.

 

ასევე ნახეთ ვიდეო – მოქალაქემ თბილისში ბუჩქი მოიპარა

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

VIDEO: „მიხეილ სააკაშვილი ნარკოდამოკიდებულია? თავს გიყადრებთ და პასუხს გცემთ“ - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში
2021-12-08VIDEO: „მიხეილ სააკაშვილი ნარკოდამოკიდებულია? თავს გიყადრებთ და პასუხს გცემთ“ - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში
 
ამერიკული პრესა დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის გეგმებზე რამდენიმე თვის წინ წერდა - როგორ აფასებენ კრემლსა და თეთრ სახლში გუშინდელი შეხვედრის შესახებ
2021-12-08ამერიკული პრესა დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის გეგმებზე რამდენიმე თვის წინ წერდა - როგორ აფასებენ კრემლსა და თეთრ სახლში გუშინდელი შეხვედრის შესახებ

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X