
„ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის წასვლას სოციალურ ქსელში მამუკა გამყრელიძე ეხმაურება.
გამყრელიძე პარტიის მომავალი თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს.
“დილა ძალიან მძაფრად დაიწყო. მთავარ ოპოზიციურ ძალაში თავმჯდომარე გადადგა. შესაბამისად, მთელი ოპოზიციისთვის (არა მარტო ენმ-სთვის) მნიშვნელოვანია ვინ დაიკავებს ვაკანტურ ადგილს.
მომავალი თავმჯდომარის ფიგურა განმსაზღვრელი იქნება ენმ-ს მომავალ პოლიტიკაშიც. ჩემი შეფასებით, რამდენიმე ძლიერ ფიგურას გამოვყოფდი:
1. კობა ნაყოფია
2. ვანო მერაბიშვილი
3. ნიკა გვარამია
4. ლევან ვარშალომიძე
5. ნიკა მელია”, – წერს მამუკა გამყრელიძე.
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ამის მიზეზები განმარტა.
ვაშაძე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ არ შეუძლია იყოს იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის სურვილს.






















