
ხვალ დილით, ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმძღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. ინფორმაცია ამის შესახებ ყოფილი მაღალჩინოსნის სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მერაბიშვილი შეხვედრის შემდეგ გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას აპირებს, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა.






















