
მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ „ქართული ოცნება“ მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„არ იქნება ტესტირება, არ გვეყოლება ინფიცირებული” – უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ – ეს არის „ოცნების მთავრობის სტრატეგია“. წლების მანძილზე, ანალოგიურად აყალბებდა „ოცნება“ დანაშაულის რეალურ სტატისტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს, უმუშევართა რაოდენობას და ა.შ.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც.
მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და ხელისუფლება დაბალი რიცხვებით იწონებს თავს, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ივანიშვილის მთავრობის მორიგ აფიორას ეფუძნება.
კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან, შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ“, – წერს მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 456-ია. ამათგან, 139 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი მესიჯები ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციიდან
შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა
გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!
10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან
შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად
კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს
პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ
27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია
როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს
350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება
სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე






















