14:00 | 2021-08-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, მე თვითონ ვუშოვე და უარი თქვა მთავრობამ – მიხეილ სააკაშვილი

ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, მე თვითონ ვუშოვე და უარი თქვა მთავრობამ – მიხეილ სააკაშვილი

„უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა გადაცდება 100 ადამიანს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ ინტუბაციაზე, პრაქტიკულად, ხელოვნურად უხანგრძლივებენ განწირულ ადამიანებს სიცოცხლეს“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

 

ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა… - რას წერს სახალხო დამცველი
2021-08-21ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა… - რას წერს სახალხო დამცველი

 

„აქ სხვა ქვეყნებზე საუბარი არ არის. საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე დაღუპულთა რაოდენობით. თავიდან არავინ იცოდა ამ ეპიდემიის მართვა, მაგრამ ხალხმა მსოფლიოში ისწავლა ეპიდემიის მართვა, შემდეგ შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ.

 

 

საქართველოში იტყუებოდნენ, რომ მართვა იცოდნენ, შემდეგ ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, ივანიშვილის განკარგულებით. ამას ვამტკიცებ სრული კომპეტენტურობით, რადგან მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მთავრობამ უარი, რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთავაზა, სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას.

 

ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა, ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში, ნებისმიერი ციფრი დაწეროს. ივანიშვილს უნდა, ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, ის უბრალოდ დახოცოს. ეს ხალხის გენოციდია, არაფერ შუაშია ყელყელაობა და კეკლუცობა“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X