
მსოფლიოში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დიდ ბრიტანეთში 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.
ვაქცინა კოვიდის მძიმე ფორმებისგან დაცვის მნიშვნელოვანი იარაღია. თუმცა, ადამიანის ვირუსით ინფიცირება ვაქცინის მიღების შემდეგაც შესაძლებელია. ამის მიზეზი ისაა, რომ ინექციის შემდეგ, ვაქცინას რამდენიმე კვირა სჭირდება, რათა ანტისხეულები გამოიმუშაოს, რომელიც ორგანიზმს ინფექციისგან დაიცავს. სანამ ეს მოხდება, არსებობს ინფიცირების შანსიც. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირებისას დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.
King’s College in London-ის მეცნიერებმა 1,1 მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც ვაქცინა გასული წლის დეკემბრიდან, 2021 წლის მაისის შუა რიცხვებში გაიკეთეს.
ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინაცის პირველი დოზის მიღების შემდეგ კვლევაში მონაწილეთა 0,2%-ი დაინფიცირდა. სრულად ვაქცინირებულ პირებში კი ეს რიცხვი 0,03%-ს შეადგენდა.
მონაცემების შესწავლისას მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ხშირ შემთხვევაში ვაქცინირების შემდეგ ინფიცირებულ ადამიანებს კოვიდისთვის დამახასიათებელი ე.წ. ტრადიციული სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. მათ შემთხვევაში კოვიდის მიმდინარეობა და სიმპტომატიკა განსხვავებული იყო.
მკვლევრებმა გამოყვეს ის სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა, იმ შემთხვევაში გამოვლინდეს თუ ადამიანი ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირდება.
1.ცემინება
კოვიდის დამახასიათებელ ძირითად სიმპტომებს შორის ცემინება არ აღინიშნება. თუმცა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ვაქცინირების შემდეგ ინფიცირებულ ადამიანებს კოვიდისთვის დამახასიათებელი ე.წ. ტრადიციული სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მეცნიერები მოსახლეობას ურჩევენ ცემინებას ყურადღება მიაქციონ.
კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობაში, რომლებიც კოვიდით ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირდნენ, სწორედ ზემოთ აღნიშნული სიმპტომი ჭარბობდა.
2.სუნთქვის უკმარისობა
სუნთქვის უკმარისობა კოვიდის გარდა სხვა ბევრმა დაავადებამაც შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, მეცნიერები მოსახლებას ურჩევენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაციის შემდეგ მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ, ტესტი მაინც გაიკეთონ.
3.ყურის ტკივილი
მკვლევრების თქმით, თუ ვაქცინაცის მიღებიდან რამდენიმე დღეში ყურის ტკივილმა შეგაწუხათ. ეს, შესაძლოა, იმის ნიშანი იყოს, რომ კოვიდით ინფიცირდით.
4.შეშუპებული ჯირკვლები
შეშუპებული ჯირკვლები ვაქცინის მიღების შემდეგ საკმაოდ ხშირია. ასევე, ვაქცინირებული ყოველი 4 ადამიანიდან ერთს, იმუნიზაციის შემდეგ ტემპერატურა, ოფლიანობა და დაღლილობის შეგრძნება აღენიშნება.მაგრამ, როგორც წესი ის რამდენიმე დღეში თავისით ქრება.
თუმცა, მეცნიერების თქმით, თუ შეშუპებულმა ჯირკვლებმა მალევე არ გაიარა, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ თქვენ ვირუსით ინფიცირდით.























