21:18 | 2020-05-18 ავტორი: თამთა თორდია

ვაქცინა ნებაყოფლობითი იქნება! – ბიძინა კულუმბეგოვი 

ვაქცინა ნებაყოფლობითი იქნება! – ბიძინა კულუმბეგოვი 

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, მოსახლეობას ვაქცინის არ უნდა ეშინოდეს.

 

„თუ რამე ბიოლოგიური წინაღობა არ შეიქმნა, ვაქცინა შეიქმნება და ის აუცილებლად ნებაყოფლობითი იქნება“, – განაცხადა მან „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

 

მისი თქმით, ვისაც სურვილი ექნება ხარისხიან კარგ ვაქცინას გაიკეთებს.

 

„თუ მეც დავრწმუნდები იმაში, რომ ვაქცინა უსაფრთხო იქნება (დარწმუნებული ვარ ასეც იქნება), მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ადამიანურ, მარტივ ენაზე ყველას ავუხსნა, მე მივცე მაგალითი, რომ ის უსაფრთხო და კარგია.

 

თუ რაიმეში ეჭვი შემეპარება, ამას ვიტყვით.

 

მოსახლეობას ვაქცინის არ უნდა ეშინოდეს. აცრა იქნება ნებაყოფლობითი და ვისაც სურვილი ექნება ხარისხიან, კარგ ვაქცინას გაიკეთებს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევამ 700-ს გადააჭარბა. აქედან, გამოჯანმრთელებულია 432 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 12 ადამიანი

 

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3890 ადამიანი

 

სტაციონარში რჩება 357

ავტორი: თამთა თორდია

X