
რა უნდა გაითვალისწინოთ ვაქცინაციამდე და არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა?
დიახ, არსებობს, მაგრამ – ძალიან მცირე.
ვაქცინა არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, მწვავე სტადიაში (სიმსივნით დაავადებულთა ჩათვლით) ან ნებისმიერი სხვა მწვავე ინფექცია, აქტიური ფორმით.
ზოგიერთი ჰორმონული პრეპარატი ამცირებს ვაქცინაციის ეფექტიანობას, მაგრამ არ უშლის ხელს აცრას.
თუ ვაქცინაციის დღემდე ან რამდენიმე დღით ადრე თავს ცუდად გრძნობთ რაიმე მიზეზით, უმჯობესია პროცედურის გადადება.
ქრონიკული დაავადებების გამწვავების შემთხვევაში რეკომენდებულია ვაქცინაცია გამოჯანმრთელებიდან ან რემისიიდან არა უადრეს ორი კვირისა. უმჯობესია, ერთი თვე დაველოდოთ და კიდევ უკეთესი, თუ კონსულტაციებს გაივლით ექიმთან.
თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მთელი რიგი დაავადებების დროს კატეგორიულად შეუძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

მაგალითად, დაავადებებისთვის, რომლებიც იმუნოდეპრესიული პრეპარატების გამოყენებას საჭიროებენ (სისტემური წითელი მგლურა, თრომბოციტოპენიური პურპურა, კვანძოვანი პერიარტრიტი, აუტოიმუნური გლომერულონეფრიტი, წყლულოვანი კოლიტი, რევმატოიდული ართრიტი და სხვ.), აცრა აბსოლუტური უკუჩვენებაა.
„ყველაზე მარტივი მაგალითია ონკოლოგია, რადგან თუ არსებობს მკურნალობა, მას თან ახლავს იმუნოდეპრესია. აღმოჩნდება, რომ ერთის მხრივ არსებობს ჩვენება, ხოლო მეორეს მხრივ – უკუჩვენებაა. ამიტომ, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს ექიმის მიერ ”, – აცხადებენ მეცნიერები.
იმუნოდეპრესანტები არის წამლები, რომლებიც ხელოვნურად თრგუნავენ იმუნურ სისტემას. ისინი ძირითადად გამოიყენება ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვისას, როგორიცაა თირკმლის, გულის, ღვიძლის, ფილტვების, ძვლის ტვინის, აგრეთვე ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ.
ასეთი დაავადებები ხდება ავტოიმუნური ანტისხეულების პათოლოგიური წარმოების დროს, რაც იწვევს ნორმალური ქსოვილების განადგურებას და ავტოიმუნური პროცესების განვითარებას. ზოგიერთი დაავადება ასოცირდება შინაგანი ორგანოების მხრიდან „ბარიერების“ განადგურებასთან – იმუნური სისტემა რეაგირებს მათ ანტიგენებზე და ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. ასეთ დაავადებებში შედის გაფანტული სკლეროზი, პოლინევრიტი, ჰაშიმოტოს დაავადება და სხვა.
წყარო: https://www.bbc.com/






















