12:07 | 2021-03-03 ავტორი: Prime Time

“ვაქცინაციის დაწყება კოვიდის გავრცელებას არ აჩერებს” – როდის იმოქმედებს ვაქცინაცია ეპიდვითარებაზე

“ვაქცინაციის დაწყება კოვიდის გავრცელებას არ აჩერებს” – როდის იმოქმედებს ვაქცინაცია ეპიდვითარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაყწება  ვირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.

 

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერება მხოლოდ ვაქცინაციის დასრულების შემდეგ შეიძლება.

 

“რომ აცრა ბრიტანეთმა მოსახლეობის 30% ამან შეაჩერა ბრიტანეთში კოვიდი?! ეს ხომ ელემენტარულია, რომ ვაქცინაციის დაწყება კოვიდის გავრცელებას არ აჩერებს. ეპიდპროცესის გაჩერება შეუძლია ვაქცინაციის დამთავრებას. მაგალითად ისრაელმა 90% ერთხელ უკვე აცრა, იქ ძალიან ბევრია უკვე ორჯერ აცრილიც. აქედან გამომდინარე ისრაელმა გადაწყვიტა. სხვა ქვენები ამას გადაწყვიტავენ, როცა მორჩებიან. 60-70% ვისაც ყავს აცრილი. მერე იმოქმედებს ეს ეპიდპროცესზე. მანამდე ეპიდპროცესის მართვა ხდება ნაცადი მეთოდებით. დისტანციით და პირბადით.”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში.

ავტორი: Prime Time

X