23:26 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს… ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინაზე! – ფხაკაძის ახალი პროგნოზი 

ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს… ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინაზე! – ფხაკაძის ახალი პროგნოზი 

„კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა! საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება“! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯადანცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.

VIDEO: ყველაფერი დეტალურად ახსოვს - ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილი ზვიად თავდგირიძის ბაბუა
2021-10-11VIDEO: ყველაფერი დეტალურად ახსოვს - ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილი ზვიად თავდგირიძის ბაბუა

 

„არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის/ეპიდემიის მართვის სფეროში მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს! არჩევნების გამო ქვეყანაში შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული!

 

შედეგი სახეზეა, დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი დაიხურა. არაპროფესიონალიზმი კლავს! ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინაზე!

 

ქვეყნის ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს და მოზრდილი (16 წლის ზევით) მოსახლეობის მინიმუმ 90% უნდა აიცრას. ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის სურვილი იქნება!, – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X